1654180_424663201000687_465404824_n

3 აუცილებლად წასაკითხი რჩევა, სანამ ნოუთბუქს იყიდით…

26 აპრილი, 2016 12:38
  • ნუ გადაიხდით 1000$-ს ტყუილად!!!
ლეპტოპების ფასი, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს დააკმაყოფილებს, მერყეობს 400-ან 800-ს დოლარამდე, ამიტომ სანამ მიხვალთ მაღაზიის სალაროსთან, კითხეთ საკუთარ თავს, გჭირდებათ კი ამ 1000$ ნოუთბუქი.
  1. წინასწარ განსაზღვრეთ რისთვის დაგჭირდებათ ლეპტოპი
  2. თუ თქვენ სტუნდენტი ან ბიზნესმენი ხართ, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მობილობა, ამიტომ ლეპტოპის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ იგი უნდა იყოს მჩატე (1.8 კგ ნაკლები), მაქსიმალურად კომპაქტური (ეკრანის ზომა 10.1-13.3) და ელემენტი მინიმუმ 5 საათს მაინც უნდა მუშაობდეს.
  3. თუ ლეპტოპი გჭირდებათ როგორც სახლის მეორე კომპიუტერი, ანუ ფილმების საყურებლად, ინტერნეტში შესასვლელად, Face-ზე დასაპოსტად :), თქვენთვის სავსებით საკმარისი იქნება ლეპტოპი, რომლის ფასიც 600-800 ლარამდე მერყეობს.
  4. თუ თქვენ “Gamer”-ი ხართ და გიყვართ თამაში, აუცილებლად აირჩიეთ ლეპტოპი არაინტეგრირებული ვიდეო “კარტით”, და სწრაფი პროცესორით, წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშებისგან სიამოვნების მიღება გაგიჭირდებათ :).
  5. თუ თქვენ კრეატიული ადამიანი ხართ, რომლის ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია ისეთი პროგრამების გარეშე როგორიცაა Photoshop, Illustrator, Premier, გარდა იმისა რომ აუცილებლად უნდა აირჩიოთ სწრაფი პროცესორი და არაინტეგრირებული ვიდეო “კარტა”, ეცადეთ იყიდოთ ლეპტოპი SSD ვინჩესტერით , თუნდაც 64GB-იანი, ეს დაგიზოგავთ წარმოუდგენლად ბევრ დროს მუშაობისას.
  6. და კი ბრენდს აქვს მნიშვნელობა ,ვის მიერ არის ლეპტოპი წარმოებული, დიდად განსაზღვრავს რამდენი წლით შეძლებთ ნოუთბუქით უპრობლემოდ სარგებლობას. ბოლო კვლევის თანახმად, ყველაზე გამძლე ბრენდების რეიტინგი ასე გამოიყურება:
  • Apple
  • Lenovo
  • Asus
  • HP
  • Samsung
  • Sony
  • Dell
  • Acer
  • Toshiba