1620789_421432374657103_2038526311_n

საშიშია თუ არა WiFi თქვენი ჯამრთელობისთვის?

26 აპრილი, 2016 12:23
ამ საკითხით ჩემი დაინტერესება გამოიწვია სტატიამ (იხილით ლინკი: http://goo.gl/dN3y7m) , რომელიც ორი დღის წინ მეგობარმა გამომიგზავნა და თან მომწერა “კიდევ ყიდით მაგ სისკოს ეშმაკის მაშხალებს”-ო :)? იგულისხმებოდა სისკოს როუტერები. რა თქმა უნდა ჯერ ყურადღება არ მივაქციე, თუმცა როდესაც ვნახე რომ 7000 მეტი დაშეარება ქონდა :), მივხვდი თუ რამდენად აქტუალურია ეს საკითხი. მიუხედავად იმისა რომ სტატიის ავტორს, გარდა თავისი პირადი შეხედულებისა სხვა არგუმენტაცია არ მოუყვანია, ჩემს ყველაზე საყვარელ Google-ი ბიძიას მივმართე კითხვით, და პასუხმაც არ დააყოვნა. სხვადასხვა სტატიების წაკითხვის შედეგად, რომელიც მეცნიერულ კვლევებს ეყრდნობოდა შემიძლია გითხრათ:
  1. მობილური ტელეფონის გამოსხივება, რომელსაც ჩვენ ოცი წუთი ტელეფონზე ლაპარაკის შედეგად ვიღებთ, უდრის ერთი წლის WiFi-ს გამოსხივებას (წყარო: Health Protection Agency-United Kingdom)
  2. სახლის ტელეფონის (იგულისხმება უსადენო) გამოსხივება საკმაოდ აღემატება WiFi როუტერების გამოსხივებას (წყარო: Health Protection Agency-United Kingdom)
  3. სატელევიზიო და რადიო სიხშირის გამოსხივება 2% უფრო მეტია, ვიდრე WiFi როუტერების (წყარო: World Health Organization)
  4. თუმცა :) (ხომ იცით, ყველგან არის ეს “თუმცა”), 9 კლასელმა დანიელმა ბავშვემამსოფლიო შოკში ჩააგდეს მათი ექსპერიმენტით:მათ თორმეტი დღის განმავლობაში მცენარის თესლი ორ ოთახში დადეს, ერთ ოთახში, 12 დღე ჩართული იყო WiFi, მეორეში არა, შედეგი შეგიძლიათ ნახოთ სურათიდან, მარცხნივ მცენარის თესლმა არ გაიხარა (ოთახი სადაც WiFi ჩართული იყო), მარჯვნივ :)
დასკვნით სახით შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ რომ WiFi 21 საუკუნის ჭირი  ნამდვილად არ არის :), და არც რაიმე მეცნიერული დადასტურება არსებობს მისი “ჭირობისა”, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ამიტომ უმჯობესია თუ ძილის პერიოდში WiFi უბრალოდ გავთიშავთ :) და მშვიდად დავიძინებთ :)
P.s თქვენი რას ფიქრობთ? საშიშია WiFi? გსმენიათ რამე მის “ჭირობაზე”?